ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – დაშავდა ქვეითიც, რომელსაც მძღოლის დასახმარებლად გზაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი, 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.
უფრო კონკრეტულად, თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩაქარით მოძრავი მოტოციკლი ამოყირავდა, მძღოლის დასახმარებლად გზაზე გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მეორე დაშავებულს კი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები