უკრაინის დახმარებას გავაგრძელებთ – აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იალჩინ რაფიევმა მონაწილეობა მიიღო რომში გამართულ უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციაში.
რაფიევის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა “სერიოზულად ავნო” რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მან აღნიშნა, რომ თავდასხმის პირველივე დღიდან აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრას, საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპების გათვალისწინებით, ასევე უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი გასულ წლებში უკრაინას ჰუმანიტარულ და სარეკონსტრუქციო დახმარებას უგზავნიდა, რამაც 42 მილიონი დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, 330 უკრაინელი ბავშვი მონაწილეობდა აზერბაიჯანის მიერ დაფინანსებულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის პროგრამაში.
მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანია უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენა. საგარეო მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის დახმარების წვლილს ქალაქ ირპინში. მან ასევე დაამატა, რომ, ორმხრივი თანამშრომლობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)