ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათობით მებრძოლმა იარაღის ჩაბარება დაიწყო. Reuters-ის ინფორმაციით, ისინი იარაღის განადგურებას აპირებენ და არა რომელიმე მთავრობისთვის ჩაბარებას.
მედიის ცნობით, პროცესი მკაცრი უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ეს არის სიმბოლური, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი თურქეთის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ამბოხების დასრულებისკენ.
ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები „ტერორისტულ“ დაჯგუფებად მოიხსენიებდნენ. 1984-დან 2024 წლამდე ქურთებსა და თურქეთს შორის დაპირისპირებას 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
