რატი იონათამიშვილი – როცა სამომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და ამ დროს თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, ცოტა უხერხულია

როცა სამ ომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და ამ დროს თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ინფორმაციას, რომ ლიეტუვის ხელმძღვანელი პირები თავშესაფარში გადაიყვანეს.
კერძოდ, მედიის ინფორმაციით, ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერები თავშესაფარში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ქვეყანაში ბელარუსიდან დრონი შეფრინდა.
„მესმის სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ქვეყნის ხელმძღვანელობის სტანდარტული პროტოკოლის შესაბამისად დაცვა, მაგრამ, როცა სამომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და, ამ დროს, თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია“, – წერს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა