აზერბაიჯანის სუს-მა “ვაგნერის” 2 აზერბაიჯანელი წევრი დააკავა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვაგნერის” დანაყოფის ორი აზერბაიჯანელი წევრი, 1991 წელს დაბადებული რამილ რამიზოღლუ ალიევი და 1974 წელს დაბადებული ისმაილ ბულუდხან ჰასანოვი დააკავა.
ადგილობრივი მედიის, Azernews-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ აზერბაიჯანის მასშტაბით მრავალ კრიმინალურ დანაშაულში – კერძოდ, განზრახ მკვლელობასა და აზებაიჯანელი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებში.
ვაგნერის ყოფილი მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიერ პერსონალურად არჩეული ალიევი და ჰასანოვი მანამდე ადგილობრივ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს, თუმცა ისინი ფულისა და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამ დროისთვის, მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს აზერბაიჯანის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა