ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შერულების დროს გახდა. თავდასხმა რეპორტიორებზე “სირცხვილიას ” ოფისთან მოხდა. მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად ცემეს. მიყენებული დაზანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებული დავით კუტალაძე, და სხვა მოძალადეები პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
2022 წელს, ლექსო იუნესკომ, მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ამ სიაში ლაშქარავა მეორე ჟურნალისტია, ვინც იუნესკომ საქართველოში მშვიდობიან ხანაში მოკლულად მიიჩნია. საქართველოდან იუნესკოს სიაში პირველი ჟურნალისტი გიორგი სანაია იყო, რომელიც 2001 წლის ივლისში მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა