დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომდევნო თვიდან კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომდევნო თვიდან კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განუცხადა, რომ ახალი ტარიფები 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს – საექსპორტო ტარიფები კვლავ გაიზრდება.
როგორც Reuters წერს, აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმებით (USMCA) გათვალისწინებულ საქონელს სავარაუდოდ, გამონაკლისი შეეხება და ძალაში დარჩება ენერგიასა და სასუქებზე 10%-იანი ტარიფები, თუმცა ტრამპს ამ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)