„იერით დავიმახსოვრე“, – რა თქვეს გდდ-ს თანამშრომლებმა, რომელთა ფოტოების გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა

მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა ორი დემონსტრანტის დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო დახურა მას შემდეგ, რაც პროკურორმა შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელში გდდ-ს თანამშრომლების სხდომაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა. რა ხდებოდა სხდომაზე რა თქვეს სპეცრაზმელებმა – რეპორტაჟი სხდომიდან.
დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა საქმის მთავარი მოწმეები ბოლოსთვის მოიტოვა. ისინი გდდ-ს თანამშრომლები არიან და ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ამოიცნეს ბრალდებულები და საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. სპეცრაზმელების გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ ადვოკატებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – მოდი, შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებას- შევქმნათ მსოფლიო, რომელიც მათი და მათი შვილების კეთილდღეობის საწინდარია