აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან Patriot-ის სისტემებთან დაკავშირებით “პოზიტიური დიალოგი” აქვს

გერმანია მზად არის, უკრაინისთვის ორი Patriot სისტემა დააფინანსოს, ნორვეგიამ – ერთი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გერმანია მზად არის, მათთან შეთანხმებები გვაქვს, ორი [Patriot] სისტემა დააფინანსოს. ნორვეგია მზად არის, მათ პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეთანხმება მაქვს, ერთი [Patriot] სისტემა დააფინანსოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტ ტრამპთან Patriot სისტემებთან დაკავშირებით “პოზიტიური დიალოგი” აქვს.
ზელენსკის თქმით, ჯამში 10 Patriot სისტემას საჭიროებს და მისი გუნდი ახლა იმაზე მუშაობს, რომ დანარჩენებისთვის იპოვოს დაფინანსება.
“მწარმოებლისგან როდესაც იქნება დეტალები შესაძლო მოწოდებების ვადებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სხვა პარტნიორებიც შემოუერთდებიან ამ ისტორიას”, – განაცხადა ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს