თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, რომელმაც დღეს, 10 ივნისს, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პროევროპული აქციების მონაწილეს, 19 წლის სტუდენტ საბა ჯიქიას, გასულ წლებში მოსამართლის ხელფასის თითქმის მეოთხედი მოგზაურობაში დახარჯა.
· 2025 წლის აპრილში შევსებული მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს 44 წლის მოსამართლემ ხელფასის სახით 95 271 ლარი (თვეში 7 939) მიიღო – ამავე წელს მან მოგზაურობაში 20 000 ლარი დახარჯა.
· 2024 წლის მარტში შევსებული დეკლარაციიდან კი ირკვევა, რომ მოსამართლემ, რომელმაც ამ წელსაც 20 000 ლარი დახარჯა მოგზაურობაში, ხელფასის სახით 2023 წელს 85 513 ლარი მიიღო (თვეში 7 126);
თამარ მჭედლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე 2024 წლის დეკემბერში გახდა – მანამდე ორი წლის განმავლობაში ის ამავე სასამართლოში საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე იყო.
2021 წლიდან 2022 წლამდე კი ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავდა.
პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანებიდან ის განიხილავს ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების, თედო აბრამოვის და ნიკა კაციას საქმეებს.
მჭედლიშვილი ერთ-ერთია ლიეტუვის მიერ სანქცირებული ქართველი მოსამართლეებიდან.
ფორუმი
