ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ხუთშაბათს ევროპარლამენტში გადაურჩა უნდობლობის ვოტუმს, რომელიც ძირითადად ულტრამემარჯვენე კანონმდებლებმა წამოაყენეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, წინადადებამ ვერ მიიღო ხმების საჭირო ორი მესამედი. წინადადებას პარლამენტის მხოლოდ 175-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 360-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა.
უნდობლობის ვოტუმის ინიციატორი იყო რუმინელი ნაციონალისტი გეორგე პიპერეა. ის, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკომისიას იმის გამო აკრიტიკებს, რომ COVID-19 პანდემიის დროს მან არ გაასაჯაროვა ფონ დერ ლაიენსა და ვაქცინების მწარმოებელი კომპანიის, Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის ტექსტური შეტყობინებები.
დებატების დროს ფონ დერ ლაიენმა უარყო კრიტიკა და განაცხადა, რომ მისმა მიდგომამ უზრუნველყო ვაქცინაზე თანაბარი წვდომა მთელს ევროკავშირში.
ეს იყო პირველი შემთხვევა 2014 წლის შემდეგ, როდესაც ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის ნდობის საკითხი დადგა. კენჭისყრას მაშინდელი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერიც გადაურჩა.
ფორუმი
