ანდრო გოცირიძე – თორნიკე რიჟვაძის საქმე კორლეონეების საგაა – მაფიოზური, კლანური გარჩევა, თავის საავადმყოფოდან გაყვანითა და გადამალვით

რა პროტესტი უნდა მოჰყვეს ახლა ს გაყალბებას, როდესაც ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელების დაპატიმრება ისე მოხდა, რომ მნიშვნელოვანი პროტესტი ვერ დაიგეგმა. პარტიის ლიდერი რომ დააკავეს, სპონტანურად ხუთასი კაცის პროტესტი როგორ არ გაჩნდა? , – ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
გოცირიძის თქმით, თუ პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებს, მას არა საარჩევნო კამპანია, არამედ წნეხი უნდა ჰქონდეს “ქართული ოცნების” მიმართ.
“ოპოზიციის მხრიდან დღეს არანაირი პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს, რაც ხელს შეუწყობდა პროტესტის გარდაქმნას და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. ვგულისხმობ იმას, რომ, თავისთავად, ჩვენ დღეს ვებრძვით რაღაც ცნებებს და არ ვებრძვით შიგთავსს, ვერ ვხედავთ საერთოდ შიგთავსს. თავისთავად აღებული, არც არჩევნებში მონაწილეობაა ცუდი და არც არჩევნების ბოიკოტი, თუ ამას ახლავს გარკვეული გეგმა.
თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებ, მაშინ ახლა უკვე უნდა გქონდეს გახურებული არა საარჩევნო კამპანია და ბილბორდებზე სურათების გამოკვრა, არამედ წნეხი, რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, წნეხი, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ გამოშვებული, წნეხი, რომ დარეგულირდეს რაღაც ურთიერთობები. ეს არის ის პრობლემები, რის გამოც საქართველოში არჩევნები არ ხერხდება. ამ მხრივ ოპოზიციის მხრიდან არანაირი მოქმედება არ მიმდინარეობს.
მეორეს მხრივ, ბოიკოტი თვითმიზანი ხომ არ არის, ბოიკოტი შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუ ვიცით, რომ ხელისუფლებას სჭირდება არჩევნები, არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მანამ, სანამ შენ, მაგალითად, არ გამოუშვებ მზია ამაღლობელს, ან რაიმე პოლიტიკურ მოთხოვნას არ წამოაყენებ.
რა პროტესტი უნდა მოჰყვეს ახლა არჩევნების გაყალბებას, როდესაც ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელების დაპატიმრება ისე მოხდა, რომ მნიშვნელოვანი პროტესტი ვერ დაიგეგმა, სპონტანურ პროტესტსა და პარტიის აქტივისტებს ვგულისხმობ. პარტიის ლიდერი რომ დააკავეს, სპონტანურად ხუთასი კაცის პროტესტი როგორ არ გაჩნდა? ეს იმაზე მიუთითებს, რომ პარტიებს არ აქვთ პარტიული მუშაობა სწორად გაშლილი”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.
მან ასევე შეაფასა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის საქმე და აღნიშნული მაფიოზურ გარჩევას შეადარა.
“თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ძალიან მარტივია – გადახედეთ კორლეონეების საგაა და ერთი ერთშია ზუსტად – ეს არის მაფიოზური, კლანური გარჩევა, თავის საავადმყოფოდან გაყვანითა და გადამალვით, რათა არ მოხდეს მასზე შურისძიება. სავალალო ის არის, რომ იმ კორლეონეს საგაში რაც არის, ეს ამერიკამ გადაიტანა 40-იან წლებში და ის არ იყო სახელმწიფო დონეზე აყვანილი მაშინაც”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის