ვოლოდიმირ ზელენსკი რომში კიტ კელოგს ხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, რომში უკრაინის საკითხებზე -ის პრეზიდენტის ს სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს ხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იტალიის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც 10-11 ივლისს უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენციის გამართვა იგეგმება და რომლის ორგანიზატორიც იტალიის მთავრობაა.
ზელენსკისა და კელოგის შეხვედრას ასევე ესწრებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.