ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი პასუხისმგებლად ცნო 2022 წლის 24 თებერვლამდე და მის შემდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივ და სისტემურ დარღვევებზე, ასევე 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდების გამო.
ეს არის საქმე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააერთიანა რუსეთის წინააღმდეგ ოთხი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი უკრაინისა და ნიდერლანდებისგან:
· უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ – დარღვევები დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კერძოდ, MH17-ის ჩამოგდება, წამება, იძულებითი შრომა და ა.შ.;
· უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ – უკრაინელი ბავშვების გატაცება და უკანონოდ გადაყვანა რუსეთის ფედერაციაში 2014 წელს;
· ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ – MH17 რეისის ჩამოგდების გარემოებები და შედეგები;
· უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ – ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს 2022 წლის 24 თებერვლიდან.
კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ დონბასის თავზე MH17 რეისი რუსული Buk-ის რაკეტით ჩამოაგდეს და ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია.
მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 777, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს რუსული წარმოების Buk-ის რაკეტით, რომელიც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იქნა გაშვებული. დაიღუპა 298 მგზავრი, მათ შორის ნიდერლანდების 196 მოქალაქე.
მაისში გაეროს საავიაციო სააგენტომ კატასტროფაში რუსეთი დამნაშავედ ცნო. ასევე, ნიდერლანდებში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაუსწრებლად გაასამართლეს ორი რუსი და ერთი უკრაინელი სეპარატისტი MH17 რეისის ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის.
· ოპოზიციის ლიდერების დაკავება დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს – ველდკამპი
· რა წერია ჰააგის სამიტის დეკლარაციაში?
· უკრაინამ შეძლო საკუთარი და მოლდოვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, ესტონეთისა და აშშ-ს მოქალაქეების ევაკუაცია – ზელენსკი
