სახალხო დამცველმა ქალაქ ამბროლაურში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ამბროლაურში, ახლადგახსნილ ოფისში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა და აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული გამოწვევები გააცნეს.
„ლევან იოსელიანმა ისაუბრა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, მათ შორის, ს ტრაგედიის გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ ახლადგახსნილი რეგიონული ოფისის წყალობით კიდევ უფრო გაღრმავდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა რეგიონში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.