“ხალხო, მარიხუანის მოხმარება თუ ამოგიგდოთ არაა დასჯადი. ჯერ-ჯერობით” – ბადრი გრიგალაშვილი

კანონის მიხედვით, თუკი პოლიციელი იეჭვებს რომ შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოთ, უფლება აქვს, გადაგიყვანოთ ექსპერტიზაზე.
ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში, მაინც გაქვთ ვალდებულება 24 საათის განმავლობაში წარუდგინოთ დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები. ნარკოტესტი უნდა გაკეთდეს მიმართვის გამოწერიდან არაუგვიანეს 4 საათისა.
მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ პატიმრობა. …
ხალხო, მარიხუანის მოხმარება თუ ამოგიგდოთ არაა დასჯადი. ჯერ-ჯერობით.
ექიმის დანიშნულების გარეშე, სხვა ყველა ნარკოტიკის მოხმარება დასჯადია. …
იყო დრო, როცა სასამართლოს ეზოში ძირებს დავატარებდი და თან ვიღებდი.
რა ქვეყანა დაანგრიეს..

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა