ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 490 ხმით მიიღო

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის კოლაფსად და ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებად არის შეფასებული.
დოკუმენტით ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს რეპრესიებში, ს გაყალბებაში, პოლიტიკური პატიმრების არსებობაში და პრორუსულ კურსში.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი:
· გმობს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს, დაკავებებს და სისტემურ ზეწოლას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ;
· ითხოვს ახლახან მიღებული „დრაკონული კანონების“ გაუქმებას, რომლებიც საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ემსახურება;
· გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის ზრდაზე და ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
· აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულია, ხელისუფლება კი არალეგიტიმური;
· აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები მიტაცებულია.
· ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი — მიუკერძოებელი ადმინისტრაციითა და საერთაშორისო მეთვალყურეობით.
დოკუმენტი მიუთითებს საქართველოზე, როგორც დამოუკიდებლობადაკარგულ და „ოცნების“ რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოზე, რომლის საგარეო პოლიტიკა აშკარად აცდენილია ევროკავშირის ღირებულებებს და უსაფრთხოების საერთო ხედვას.