ხაშურში მამაკაცი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

ხაშურში მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება რესტორანში მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას