იტალიაში აეროპორტში კაცი თვითმფრინავის ძრავამ შეისრუტა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, იტალიაში, მილან-ბერგამოს აეროპორტში კაცი თვითმფრინავის ძრავამ შეისრუტა. თვითმფრინავი აფრენისთვის ემზადებოდა, როდესაც კაცი ასაფრენ-დასაჯდომ ბილიკზე შევიდა.

დაღუპული პირი აეროპორტის თანამშრომელი ან თვითმფრინავის მგზავრი არ ყოფილა.

ამის შესახებ ცნობები იტალიურ მედიაში ვრცელდება. ინფორმაციას ასევე New York Times აეროპორტის მმართველი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმფრინავი მილან-ბერგამოს აეროპორტიდან ესპანეთის ქალაქ ასტურიასში უნდა გაფრენილიყო.

იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რათა გაირკვეს, თუ როგორ აღმოჩნდა უცნობი კაცი ასაფრენ ბილიკზე აეროპორტში შესვლის გარეშე.

შემთხვევის გამო ფრენები დროებით შეჩერდა, თუმცა დღეს, სამშაბათს შუადღისას აღდგა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..