კენიაში 11 ადამიანი დაიღუპა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე

კენიაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პოლიციის სამსხურმა გაავრცელა.
კენიის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციას, პოლიციის სისასტიკეს და მთავრობის კრიტიკოსების გატაცებას აპროტესტებენ.
აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა სისხლიანი საპროტესტო აქციების ტალღამ გასულ წელს მოიცვა, როდესაც მთავრობამ გადასახადების გაზრდა გადაწყვიტა ცხოვრების ხარჯების კრიზისის ფონზე. შემდეგ, გასული წლის ივნისში მთავრობამ საგადასახადო კანონპროექტი გააუქმა, თუმცა პროტესტი გაგრძელდა მაშ შემდეგ რაც პოლიციის მიერ დაკავებული მასწავლებელი საკანში საეჭვო ვითარებაში და პოლიციამ ქუჩაში მოკლა უიარაღო ქუჩის მოვაჭრე.
გასულ თვეში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. 2024 წელს გადასახადების საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს კიდევ ათობით ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი