ელენე ხოშტარია პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე 5000 ლარით დააჯარიმეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 5000 ლარით დააჯარიმეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სამართალდამცველის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
ელენე ხოშტარიას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავების დროს მომხდარზე დაიწყო.