Galt&Taggart-ის ინფორმაციით, პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია და გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
„2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა“, – წერია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები მცირედით გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე და 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებლებს შესაბამისად 6.4%-ით და 11.8%-ით გადააჭარბა.
