2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ბინების ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-მა 2025 წლის ივნისში სისტემური დეველოპერების გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). კვლევა აჩვენებს, რომ 5 თვეში გაყიდული ბინებიდან საქართველოს მოქალაქეებზე 77% მოდის.
ამასთან, თბილისში უცხოელებიდან ყველაზე მეტი ბინა ისრაელის (11%) და რუსეთის მოქალაქეებმა (2%) იყიდეს.
