ნიკოლ ფაშინიანი – იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს – ამას მე ვუხელმძღვანელებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, სომხეთში ეკლესია „ანტიქრისტიანულმა, ანტიეროვნულმა და ანტისახელმწიფოებრივმა“ დაჯგუფებამ მიიტაცა.
მისი თქმით, აპირებს, პირადად უხელმძღვანელოს სომხური სამოციქულო ეკლესიის გათავისუფლებას.
„ამ პერიოდში არსებული ყველა დავის მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინდა: კტრიჩ ნერსისიანს (სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ს საერო სახელი) ვაზგენ გალსტიანს, გევორგ აჯაფახიანს და ზოგიერთ სხვას იესო ქრისტესთან და მის სწავლებებთან არანაირი კავშირი ან კონტაქტი არ გააჩნიათ. იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს. ამ გათავისუფლებას მე ვუხელმძღვანელებ“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სომხეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.