ტრამპი 25 პროცენტის ოდენობის გადასახადებს აწესებს იმპორტზე იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, 1 აგვისტოდან ამოქმედდება 25 პროცენტის ოდენობის გადასახადები იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან შეტანილ საქონელზე.
ამის მიზეზად ტრამპმა დაასახელა ხანგრძლივი სავაჭრო დისბალანსი აზიის ამ ორ მნიშვნელოვან მოკავშირე სახელმწიფოსთან.
-ის პრეზიდენტი უკვე გარკვეული პერიოდია გამოდის განცხადებებით, რომ სავაჭრო მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს და სახელმწიფოებს თავ-თავიანთი გადასახადების თაობაზე წერილები უნდა გაეგზავნოთ.
პარასკევს ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა – “რამდენიმე წერილს ხელი მოვაწერე და ისინი ორშაბათს გაიგზავნება”.
გავრცელებულ წერილებში ტრამპი სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებს მიმართავს – “გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ აშშ-ის არაორდინარულ ეკონომიკაში – დიდი უპირატესობით მსოფლიოს ნომერ პირველ ბაზარში”.
“გმადლობთ ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის!” – ასე ამთავრებს ტრამპი წერილებს, რომლებიც მისი სოციალური მედიით, Truth Social-ით გავრცელდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?