ვუერთდებით ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს უერთდებიან.
ამ დროისთვის ბოიკოტის შესახებ განცხადებას სამედიცინო სფეროს 120-ზე მეტი წარმომადგენელი უერთდება.
„ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვუერთდებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ დასავლური, მაღალი სარწმუნოობის, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული არის ჩვენი დარგის და ქვეყნის მომავალი! გვჯერა, რომ აღნიშნული რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ არჩევნებს!“, – ნათქვამია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან