რობინ დანიგანი – კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართელებს უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება – გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს

შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოში -ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა.
ელჩმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.
„გილოცავთ ახალ წელს. აშშ-ის საელჩოს გუნდის სახელით, მინდა ყველა ქართველს ბედნიერი დღესასწაული ვუსურვო. აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელი ამაყი ვართ იმით, რომ მხარს ვუჭერთ პარტნიორობას საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის და ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას და განსაკუთრებით კი არაჩეულებრივ და თბილ ხალხს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართელებს ის უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და ახლობლებს ბედნიერ ახალ წელს, სიყვარულით, ჯანმრთელობით, მშვიდობითა და ბედნიერებით სავსეს“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის