ჩინეთის საგარეო უწყება დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე – BRICS-ი არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული – სავაჭრო და სატარიფო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ

ჩინეთი ტარიფების სხვების იძულების ინსტრუმენტად გამოყენების წინააღმდეგია, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.
მისი თქმით, ტარიფების გამოყენება არავის ემსახურება.
„ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა თავისი პოზიცია, რომ სავაჭრო და სატარიფო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ და პროტექციონიზმი წინსვლის გზას არ გვთავაზობს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მისი თქმით, BRICS-ს არავისთან კონფრონტაცია არ სურს.
„ის ღიაობას, ინკლუზიურობას და ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას უჭერს მხარს. არ ერევა ბანაკის დაპირისპირებაში და არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – აღნიშნა მაო ნინმა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დამატებით, 10%-იან ტარიფს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერს მხარს.