დონალდ ტრამპი ილონ მასკის პარტიაზე – სასაცილოა, მესამე პარტიის შექმნა მხოლოდ დაბნეულობას ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტი, მილიარდერი ილონ მასკის მიერ ახალი პარტიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სასაცილოა.
„ვფიქრობ, რომ მესამე პარტიის შექმნა სასაცილოა. ჩვენ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად უზარმაზარ წარმატებას მივაღწიეთ. „დემოკრატებს“ გზა აებნათ, მაგრამ ყოველთვის ორპარტიული სისტემა იყო და ვფიქრობ, რომ მესამე პარტიის შექმნა მხოლოდ დაბნეულობას ზრდის“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს.