კიტ კელოგი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარზე – ეს არის კლასიკური – ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ჩაერთოს

კარგია, ეს კლასიკური ა – ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ჩაერთოს, – ასე ეხმაურება უკრაინის საკითხებში -ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ს ტეხასში წყალდიდობის დროს ადამიანების დაღუპვის გამო გამოხატული სამძიმრისთვის.
„ორივე პრეზიდენტი აღიარებს მშვიდობიან დროსა და ომში ახალგაზრდების დაღუპვის გამო გამოწვეულ ტკივილს. თანაგრძნობა ლიდერობის მთავარი ნაწილია“, – წერს კელოგი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან საუბარი „ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო“. „ალბათ [ტრამპთან] ეს საუბარი ყველა დროის საუკეთესო იყო, მაქსიმალურად პროდუქტიული. საჰაერო თავდაცვის თემატიკაც განვიხილეთ და მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. სწორედ Patriot-ებია ბალისტიკისგან დაცვის გასაღები,” – განაცხადა ზელენსკიმ.ა