ბექა კობახიძე: სარაგბო სამყარო უნდა განაგებდეს საკუთარ თავს და ფედერაციაში პარტიული ერთგულება არ უნდა იყოს დასაქმების კრიტერიუმი

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა :
დღეს თბილისში საქართველოს რაგბის ნაკრები ეთამაშა მსოფლიო რეიტინგის მესამე გუნდს – ირლანდიას.
თამაშის შედეგზე და ხარისხზე არაფერს დავწერ. ლოკომოტივის სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. დაახლოებით 10 ათასი მაყურებელი იქნებოდა. არადა, ბევრად უმნიშვნელო თამაშებზე გავსებულა არამხოლოდ ლოკომოტივი, არამედ დინამოც.
ეს უნდა აფიქრებდეთ მორაგბეებს, რატომ ხდება ასე?
ერთადერთ გატანილ ლელოზე აღარაფერს ვამბობ, ოდნავ სახიფათო შეტევისას მაშინვე სამთავრობო ლოჟას აჩვენებდნენ. თუ მოძალადეთა პარტიულ უჯრედად იქცევა ეს სპორტი, ადამიანები უბრალოდ აღარ ივლიან სტადიონზე. დღეს უკვე ვნახეთ ეს.
ეროვნული ნაკრები იმისია, რომ ერს უნდა აერთიანებდეს. ბიძინას პრარაბი, ქოცი პარლამენტარი და ბიძინას მეორე პრარაბის მამა არ უნდა განაგებდნენ სარაგბო სამყაროს. სარაგბო სამყარო უნდა განაგებდეს საკუთარ თავს და ფედერაციაში პარტიული ერთგულება არ უნდა იყოს დასაქმების კრიტერიუმი. არც მორაგბეები უნდა ეტორღიალებოდნენ მძიმე ლოდებს პარტიულ რეკლამაში და არც ნაკრების სახიფათო შეტევა უნდა მიეწეროს მმართველ გუნდს

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი