ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
ნახეთ სად გვირევენ ტვინს… მე არასოდეს ვითხოვ ჩემი ნაწერის წაკითხვას, არც შეფასებას. ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა. წაიკითხეთ მათ, ვინც ბოიკოტზე ემოციით, შინაგანი რწმენით და არგუმეტებით საუბრობს და იმათაც, ვინც პრაგმატულად მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა სწორია.
პირდაპირ დავიწყებ – ისმის აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური კითხვა: აბა როგორ შევცვალოთ? გვარწმუნებენ, რომ ვითარება ოპოზიციურ ფლანგზე ცუგცვანგშია და კარგი გზა არ არსებობს.
ასე მგონია, რომ ეს არის მოსაზრება, რომლის კულტივირება არასწორია და რაც აწყობს ხელისუფლებას.
რატომ ვამბობ ბოიკოტი არჩევნებს?
პასუხი მარტივია — როდესაც წესები არასწორია, თამაშში მონაწილეობა ნიშნავს წაგებას.
ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს არ უძღვის თავისუფალი კამპანია, არ არსებობს სამართლიანი გარემო, ცესკო ობიექტური არ არის, საჯარო სამსახურებზე კი ზეწოლა უპრეცედენტოა.
ეს არ არის არჩევნები. ეს ჰგავს სპექტაკლს, რომელშიც გვთხოვენ მონაწილეობას, რომ სცენარი „დემოკრატიულად“ გამოჩნდეს.
სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ ოპოზიცია სუსტია, ბოიკოტით არაფერი იცვლება და ყველაფერი ისევ „ოცნების“ ხელში რჩება.
რიგითმა მოქალაქემ შესაძლოა, არ იცოდეს დეტალურად როგორი კაბალურია საარჩევნო კოდექსი, ცესკოს სტრუქტურა, მედიაკონტროლი ან შერჩევითი მართლმსაჯულება. მაგრამ ისიც იგრძნობს, რომ ყველაფერი წინასწარ გადანაწილებულია.
და ყველაზე მთავარი – რატომ ფიქრობს ვინმე რომ ბოიკოტი ოპოზიციის საქმეა? ბოიკოტი საზოგადოების დაკვეთაა და ყველა აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესის რეალიზებაში.
რამე ფინანსური დივიდენდები კი არ გვქონდა შარშან, არჩევნებისთვის ქუჩა-ქუჩა რომ შემოვიარეთ საქართველო ადამიანებმა, თანამოქალაქეებისთვის იმის ხვეწნით და ახსნით, პროდასავლური ოპოზიციისთვის მიეცათ ხმა. მე თქვენ გეტყვით და ლანჩზე დაგვატიჟა რომელიმე ლიდერმა და მადლობა თქვა. არა!. მიგვაჩნდა რომ ეს ჩვენი ვალდებულება იყო.ასწორედ ასეა ახლაც ვალდებულება ამ არჩევნების ბოიკოტი.
ბოიკოტი პოლიტიკური პროცესია – ეს ავიწყდება საკმაოდ ბევრს. შესაძლოა, იმაზე რთული ვიდრე თავად არჩევნებში მონაწილოება.
ბოიკოტი გაქცევა კი არ არის, როგორც ეს სურთ წარმოაჩინონ, ბრძოლაა – რეჟიმის ლეგიტიმაციის უარყოფა.
და ისევ გაისმის სადღაც სკეპტიკოსების კითხვა: „ჰო, მაგრამ… რადგან ოპოზიცია სუსტია, არ არსებობს ფინანსები – ბოიკოტიც ვერ გამოვა“.
დღეს, ქუჩა პარტიულ დღის წესრიგზეა მიბმული? მესმის რომ ყველა სარგებლობის ამით, მაგრამ არის? – არა, არ არის.
შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, თუ ხელისუფლების კრიტიკული წინააღმდეგობა ისევ პარტიულ დღის წესრიგზე იქნება მიბმული, ეს ნიშნავს, რომ ცვლილება ვერ მოხდება.
მაგრამ თუ ბოიკოტის კამპანია ქვეყნის მოქალაქეებიდან მოდის – ანუ ადამიანები თავად ამბობენ, რომ არ ენდობიან პროცესს – ეს შინაარსობრივად რეჟიმისთვის ბევრად საშიშია, ვიდრე პარტიული კრიტიკა. სწორედ ამის გამო ითხოვს “ოცნება” არჩევნებში მონაწილეობას.
უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ დროს არჩევნები რეალურად ვერ ტარდება – მიუხედავად იმისა, ქაღალდზე „ოცნება“ რას დაწერს და ვის რამდენ პროცენტს არგუნებს.
ყველაზე გასაკვირი ჩემთვის ის არის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობა არის მხოლოდ პროცედურული და არ არის საბასიზო დემოკრატიული ნორმის მატარებელი, მაშინ არჩევნების შედეგად ვერ მიიღება აღიარებული ხელისუფლება (იმის მიუხედავად ლელო და გახარია რას გამოგლეჯენ ვინმეს…).
და, ასეთ დროს რაც ხდება, ეგეც ხომ იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც ცუგცვანგზე აპელირებენ – რომ თურმე ოპოზიცია ყოფილა გამოუვალ მდგომარეობაში და ამიტომ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
თუ არ იციან ვიტყვი: ასეთ ვითარებაში, საერთაშორისო წნეხიც იზრდება და ხელისუფლებაც იძულებულია თვითონ დაიწყოს ცვლილებები – თუნდაც ფორმალურად.
და კიდევ, საერთოდ არ მადარდებს ოპოზიცია სუსტია თუ არა და ვინც როგორც გინდათ ისე გამიგეთ, მორალური პედესტალიდან ვერ დავალაპარაკებ პირადად ჩემთან და თქვენი საქმის თქვენ იცით, ვერც ერთ ლიდერს, რომელიც „თავისი ფეხით წავიდა ციხეში“. ამაზე ათასჯერ მაქვს დაწერილი 26 ოქტომრის (და არა მხოლოდ) პრიზმაში.
ვიმეორებ – შეიძლება ოპოზიცია სუსტია, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება, ალტერნატიული მოძრაობა და პროტესტის ფორმები აქტიური და მრავალფეროვანია, იმის მიუხედვად, მას მილევადს დაუძახებს ვინმე თუ არა.
სწორედ ამ სამოქალაქო ხმის გაძლიერებაა ბოიკოტის წარმატების მექანიზმი და არა პარტიული რესურსების გაძლიერება.
ბოიკოტი არ ნიშნავს ჩუმად ჯდომას. ბოიკოტი ნიშნავს წერტილის დასმას იმ ტყუილზე, რომ ეს არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავს.
შეგნებულად თუ შეუგნებლად, ცალკეული ცნობილი პერსონები, რომელთაც აქვთ გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, რომ ბოიკოტი არის მიზანი. არა! ეს არის სიცრუე! ბოიკოტი არ არის მიზანი – ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მას მოჰყვება მოთხოვნების მკაფიო ფორმულირება.
მე ასე ვხედავ – „ქართული ოცნებისთვის“ და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ჩვენი გზავნილი უნდა იყოს მკაფიო – არ გავდივართ არჩევნებზე, ვიდრე:
1. არ იქნება გათავისუფლებული ყველა პოლიტპატიმარი;
2. ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და წნეხი არ შეწყდება;
3. ცესკოს არ ეყოლება ნდობით აღჭურვილი ადმინისტრაცია;
4. არ შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა;
5. არ გაუქმდება „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონი;
6. არ გაუქმდება ყველა ის რეპრესიული ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც ბოლო პერიოდში განახორციელა „ოცნებამ“;
7. არ შეიქმნება არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმი;
8. არ დაინიშნება სამართლიანი და თავისუფალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები;
ახლა არ არის ვაი და ვიშის დრო. ახლა არის პასუხიმგებლიანი ბოიკოტის ფორმირების დრო.
რას ვგულისხმობ?
პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია:
• ქმნის საერთო ფრონტს ბოიკოტისთვის, რომელშიც ყველა მსჯელობს ღიად და კოლექტიურად, ნაცვლად დაპირისპირების;
• ერთიანდება საერთო კამპანიაში დემოკრატიული წესრიგის აღდგენისთვის;
• გეგმავს საგარეო კომუნიკაციას, რომ მსოფლიოს აჩვენოს, რეალურად რა ხდება საქართველოში;
• მშვიდობიანი მობილიზაცია – პროტესტი აღარ უნდა იყოს მხოლოდ ემოცია, არამედ გრძელვადიანი მშვიდობიანი ბრძოლა მკაფიო მიზნებისთვის;
ჩვენს საზოგადოებაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თუ პოლიტიკურმა კლასმა მიგვაჩვეს – ისინი არასოდეს საუბრობენ მკაფიო ალტერნატივზე. ამიტომ, როდესაც ბოიკოტზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ის კი არ უნდა ვთქვათ – რას ვაკეთებთ, არამედ – რატომ ვაკეთებთ და რა შედეგი უნდა მოყვეს ამას, რა სარგებელს იღებს ამ ყველაფრისგან საქართველოს მოქალაქე, თუნდაც „ოცნების“ მომხრე.
ვინმესთვის გაუგებარია, რომ დღევანდელი სისტემა სარგებელს აძლევს მათ, ვინც მას მართავს? ანუ სისტემა სარგებელს აძლევს „ოცნებას“ მხოლოდ.
ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია კი არა – მთელი სისტემა უნდა იქნეს უარყოფილი.
ჩვენი მთავარი ძალა არის ის, რომ ბოიკოტით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ რეჟიმი ჩვენი მონაწილეობით არ ლეგიტიმირდება და დრო ამოიწურა.
მადლობა ყურადღებისთვის!