უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო ბაზაზე, ბორისოგლებსკზე მიიტანეს იერიში, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები Su-34, Su-35S და Su-30SM იყო განლაგებული – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ავიაბაზა რუსეთის Су-34, Су-35S და Су-30SM ტიპის თვითმფრინავების საბაზო ადგილს წარმოადგენს.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ფრთოსანი ბომბების საწყობს, სასწავლო თვითმფრინავსა და სავარაუდოდ, სხვა თვითმფრინავებსაც დაარტყეს.
“თავდაცვის ძალები აგრძელებენ ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებას, რათა შეამცირონ რუსეთის ოკუპანტების შესაძლებლობები დაარტყან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და აიძულონ შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” – წერია გენშტაბის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად