უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის და -ის პრეზიდენტებმა მ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
“პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგადაა ინფორმირებული, მადლობა მას უკრაინის მიმართ ამ ყურადღებისთვის. განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ცის დაცვის გაზრდის საკითხზე. შევთანხმდით ჩვენი გუნდების საპასუხო შეხვედრაზე”, – წერს ზელენსკი ტელეგრამით და აღნიშნავს, რომ საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო.
ზელენსკის თქმით, მან ტრამპთან ასევე განიხილა აშშ-სთან ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები თავდაცვის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.
ტრამპის და ზელენსკის საუბრის შესახებ ასევე იუწყება Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი. ჟურნალისტს წყარომ აცნობა, რომ პრეზიდენტების საუბარი 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და რომ ეს იყო “კარგი ლაპარაკი”. წყაროს თქმით, ტრამპმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ ს დარტყმების ესკალაციისა და სთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების საკითხები.
ფორუმი