დიმიტრი ხუნდაძე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გარანტირებულ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ნიშნავს

„ხალხის ძალამ“ ქვეყნის სასიკეთოდ, კიდევ უფრო მეტი ძალა იგრძნო და დარწმუნებული ვარ, სიმართლის თქმას მეტი ზურგი ექნება, – ასე გამოეხმაურა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს სიყვარულთან, ღირსებასთან, წარმატებასთან და გამარჯვებასთან ასოცირდება.
„მივესალმები ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. ეს გარანტირებულ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ნიშნავს.
„ხალხის ძალამ“ ქვეყნის სასიკეთოდ კიდევ უფრო მეტი ძალა იგრძნო და დარწმუნებული ვარ, სიმართლის თქმას მეტი ზურგი ექნება.
ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულთან, ღირსებასთან, წარმატებასთან და გამარჯვებასთან ასოცირდებოდა. ასე იყო აქამდე და ასე იქნება ახლაც. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ყველა სამშობლოს მხარეს ვდგავართ!“- წერს ხუნდაძე, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი