უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს.
„ჩვენი ხალხი სახლშია. მათი უმეტესობა 2022 წლიდან რუსეთის ტყვეობაშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი ინფორმაციით, დაბრუნებულ ტყვეებს შორის არიან უკრაინელები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში: დონეცკსა და მარიუპოლში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ხერსონში იბრძოდნენ.
„გაცვლა უნდა გაგრძელდეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს. უკრაინის მიზანია ყველა ჩვენიანის გათავისუფლება რუსეთის ტყვეობიდან. მადლობა ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა