ვატო სურგულაძე – ე.წ. მთავრობის მეთაურისგან ტრაბახი გვესმის, რომ ჩვენნაირი ჯანდაცვა არავის აქვს, ასე არ არის, წამლების უფასო შემოტანაზე რომ ტრაბახობენ, რა ხარისხის წამლებია და როგორ შემოაქვთ? – დაანებეთ ტრაბახს თავი, მივხედოთ ჯანდაცვას

ტრაბახი, რომელიც ე.წ. მთავრობის მეთაურისგან გვესმის, რომ ჩვენნაირი ჯანდაცვა არავის არ აქვს, ასე არ არის. წამლების უფასო შემოტანაზე რომ ტრაბახობენ, რა ხარისხის წამლებია და როგორ შემოაქვთ? პაციენტი კი არ უნდა შეუსაბამო წამალს – პირიქით, ის მედიკამენტია საჭირო, რომელიც პაციენტს ესაჭიროება, -ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საყოველთაო არ არის, ვერ იქნება ხარისხიანი, ვინაიდან, პრაქტიკულად, 2013 წლიდან, ის ფასები, რომელსაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას უხდის, მცირედით არის გაზრდილი.“
„ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ფასები გაორმაგდა. კონკრეტულად: ტკივილ გამაყუჩებლების ფასები 250%-ით გაიზარდა, კონსულტაცია თერაპევტთან 100%-ზე მეტით არის გაზრდილი. ბამბის ფასიც კი 60%-ით არის გაზრდილი და ანტიბიოტიკები, რომლებიც მძიმე დაავადებების დროს ყველაზე საჭიროა, 70%-ით გაიზარდა. არ გეგონოთ, რომ ეს რომელიღაც „ენჯეოს“ ჩატარებულია, ეს მონაცემები „საქსტატიდან“ არის აღებული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თითქმის 10%-ით არის გაზრდილი სტაციონარული მომსახურება. ქირურგიული ოპერაციის საშუალო ფასი 4000-5000-ია – სადღაც 500 ლარით არის გაზრდილი ფასები სტაციონარულ მომსახურებაზე. ის ტრაბახი, რომელიც ჩვენ ე.წ მთავრობის მეთაურისგან გვესმის, რომ ჩვენნაირი ჯანდაცვა არავის არ ჰყავს, ასე არ არის. წამლების უფასო შემოტანაზე რომ ტრაბახობენ, რა ხარისხის წამლებია და როგორ შემოაქვთ? პაციენტი კი არ უნდა შეუსაბამო წამალს – პირიქით, ის მედიკამენტია საჭირო, რომელიც პაციენტს ესაჭიროება. რეფერენტულმა ფასებმა, რომელმაც ჩვენი ბაზრიდან, პრაქტიკულად, ხარისხიანი მედიკამენტები განდევნა, შავი ბაზარი გააჩინა. გვახსოვს, თურქული ბაზრის გახსნა – შედეგი ვერაფერმა ვერ მოიტანა. საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც საყოველთაო არ არის, ვერ იქნება ხარისხიანი, ვინაიდან, პრაქტიკულად, 2013 წლიდან, ის ფასები, რომელსაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას უხდის, მცირედით არის გაზრდილი. ტრაბახი იმით, რომ 35 ლარით გაიზარდა პენსია – არაფერს არ ნიშნავს. ისე ხდება, რომ ადამიანები, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვთ, უცხოეთში მიდიან – თურქეთი, გერმანია, ისრაელი ავსტრია. გამოსწორების გზა არის ერთადერთი – ჯანდაცვა და მედიცინა უნდა გახდეს პრიორიტეტი. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და არა კორუფციაში გაპარული თანხები. მხოლოდ განათლებულ და ჯანმრთელ ხალხს შეუძლია ქვეყანას განვითარება მისცეს. ამიტომ, დაანებეთ ტრაბახს თავი, მივხედოთ ჯანდაცვას და ადამიანებს, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ მკურნალობა და ხელმისაწვდომი მედიკამენტები“, – განაცხადა სურგულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება