ტრამპმა პუტინთან საუბრისას უკრაინაში ომის დასასრულებლად პროგრესს ვერ მიაღწია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას „ვერანაირ პროგრესს“ ვერ მიაღწია უკრაინაში ომის დასასრულებლად.
3 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.
ვაშინგტონთან მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან აიოვაში გამგზავრების წინ პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის შეძლო თუ არა პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოახლოება.
-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მან „ვერანაირ პროგრესს“ ვერ მიაღწია და ომის გაგრძელებით უკმაყოფილოა.
ტრამპის ინფორმაციით, პუტინთან ისაუბრა ირანზეც.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თანახმად, სატელეფონო საუბრისას პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის. ამის შესახებ უშაკოვმა 3 ივლისს, ღამით განუცხადა სახელმწიფო სააგენტო „ტასს“.
სტამბოლში გამართული ორი რაუნდის შედეგად მხარეები მხოლოდ ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი