რა თქვა პუტინმა და რა საკითხი არც კი განიხილა ტრამპმა?

3 ივლისს -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადების მიხედვით, პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ არ გადაუხვევს თავის მიზნებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას უკავშირდება.
“რა თქმა უნდა, განხილვის თემას წარმოადგენდა უკრაინის პრობლემატიკა. დონალდ ტრამპმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის შესახებ საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა” – განაცხადა უშაკოვმა.
ასევე, უშაკოვის თქმით, ტრამპსა და პუტინს სტამბულში შესაძლო სამმხრივი მოლაპარაკების თარიღის შესახებ არ უსაუბრიათ.
უშაკოვმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპსა და პუტინს მათი შეხვედრის შესაძლებლობა არ განუხილიათ.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლმა თქვა, რომ პრეზიდენტებმა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი ირანსა დამის გარშემო განვითარებული მოვლენები და მიმდინარე სიტუაცია განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი