თარგამაძე: ჰააგის სასამართლოში მოწმე ვიყავი, მითხრეს, რომ საქართველოში ვერ დამიცავდნენ

გივი თარგამაძე, რომელიც სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს, ჰააგის სასამართლოში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი განიხილებოდა, მოწმე იყო. მისი თქმით, მაშინ მას უთხრეს, რომ საქართველოში ვერ დაიცავდნენ.
„საბოლოოდ პასუხი იყო ასეთი – ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს დაცვას საქართველოში, ამ ქვეყანასთან ჩვენი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მაგრამ, თუ დატოვებთ ქვეყანას, თქვენ გახდებით ჰააგის სასამართლოს მოცმეთა დაცვის პროგრამის ფიგურანტი – მიიღებთ საცხოვრებელს, კომუნალურ გადახდებს, ზოგად ფინანსურ უზრუნველყოფას, სრულფასოვა სამედიცინო უფასო მომსახურებას, დახმარებას შვილების სწავლაში და მისნაერები.
აღარ იქნებოდა საჭირო მუდმივად თანხის გროვება ოჯახის წევრებსა და მეგობრებში ჯერ გირაოს გადასახდელად, ახლა ჩემს აქ შესანახად, ოჯახის იქ და პარალელურად შვილების სწავლის გასაგრძელებლად – რაც ჩემი მთავარი პრიორიტეტია – სახსრების ძიება“, – წერია გივი თარგამაძის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჰქონდა ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა, ეს ნაბიჯი არ გადადგა:
„ბოდიში მოვუხადე ოჯახის წევრებს და ავუხსენი, რომ მსგავსი ნაბიჯი – სამშობლოს დატოვება, ბრძოლიდან გასვლა (რაც ამგვარ პროგრამაში მონაწილეობისას თავისთავად იგულისხმება) ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს და მე მას ვერ და არ გადავდგავ. ამ ბრძოლაში ჩემი ბოლომდე ყოფნა შეგნებული გადაწყვეტილებაა ადრეული ასაკიდან და ასეთი ქმედება უაზროს გახდის მთელს ჩემს ცხოვრებას, წარსულს და მომავალს…
მე ვთვლი, ერთხელ თუ გაიქეცი, მთელი ცხოვრება უნდა ირბინო. ეს ჩემი ცხოვრება არ არის. ჩემგან ბევრი გაქცეულა, მე არავისგან, არასოდეს. ასე იქნება ბოლომდე!“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, 2008-12 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, 27 ივნისის შემდეგ პატიმრობაშია. მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ გივი თარგამაძე თვითონ მივიდა პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ის დააკავეს.
„გავიმარჯვებთ აუცილებლად. ეს იქნება, ჩემი აზრით, უფრო მალე, ვიდრე მეგონა მანამდე“, – თქვა გივი თარგამაძემ პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. მას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ „ქართული ოცნება” გულისხმობს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა პოლიტიკოსის წინააღმდეგ. რვავე პატიმრობაშია. მათგან შვიდის წინააღმდეგ (ზურაბ ჯაფარიძე, , , ბადრი ჯაფარიძე, , გივი თარგამაძე, ) უკვე გამოცხადდა განაჩენი, ერთს კი (ირაკლი ოქრუაშვილი) პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად აქვს შეფარდებული.
მათაგნ მხოლოდ ნიკა გვარამია და გივი თარგამაძე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში.
ფორუმი