ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ერთგულია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რჩება ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების და მისგან მიღებული გარანტიების ერთგული.
ცნობა, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს, არაყჩიმ X-ის საშუალებით გაავრცელა.
ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოსთან (IAEA) ირანის თანამშრომლობის შესახებ. „ჩვენი თანამშრომლობა სააგენტოსთან განხორციელდება ირანის სახელმწიფო უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს გზით უსაფრთხოების გასაგები მოსაზრებების გამო“, – აღნიშნა მან.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა 2 ივლისს ოფიციალურად შეაჩერა თანამშრომლობა გაეროს ბირთვული მეთვალყურეობის სააგენტოსთან (IAEA), რაც მოჰყვა ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ და სხვა ობიექტებზე ს და -ის უპრეცედენტო თავდასხმების სერიას.
ირანის ბირთვულ ობიექტებზე ს და -ის თავდასხმების შემდეგ, ირანმა მკაცრად გააკრიტიკა ბირთვული სააგენტო დუმილის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა