“დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, მიქაუტაძემ ჩვენება არ მისცა ღარიბაშვილზე… რამდენიმე დღეში ეს კანონი დააინიცირეს” – ჟორჟოლიანი

გუშინ ქალბატონი ლანა მყავდა ღოღობერიძე სტუმრად გადაცემაში, რომელიც მიყვებოდა როგორ არავის ჰქონდა უფლება დახმარებოდა მის ოჯახს, რადგან ასე გადაწყვიტა საბჭოთა ხელისუფლებამ.
მაშინ წესი იყო, კომუნისტები თუ გსიჯდნენ, ვერ გეხმარებოდა ოჯახის წევრიც კი. პირველ ქართველ ქალ რეჟისორს, ნუცა ღოღობერიძეს, საკუთარი ნათარგმნებით თავი რომ ერჩინა, საჭირო იყო გმირობა მისი მეგობრების მხრიდან. მიუხედავად იმისა რომ სტალინი ასეთი დახმარებების გამო ხალხს ხვრეტდა, გერონტი ქიქოძე მაინც ახერხებდა ნუცას თარგმანებზე საკუთარი სახელის და გვარის მიწერას და ჰონორარის მეგობართან მიტანას. წელს, ამ საუკუნეში, როცა სამყარო მარსზე ფიქრობს შვებულების გატარებას, ქართულმა ოცნებამ ზუსტად იგივე კანონი მიიღო. თუ დაგდებენ ფინანსურ ბრალს, რაც ბიძინასთვის სამშობლოს ღალატზე დიდი დანაშაულია, შეპყრობილია ამ თემით, სულ ჰგონია რომ პარავენ, ოჯახის წევრებსაც კი აეკრძალებათ თქვენი დახმარება. უფრო მეტიც, ვერ გათხოვებენ მანქანას და ვერ დაგითმობენ სახლს. კანონით, სახელწმიფო ორივეს ჩამოართმევს. გარდა იმისა რომ გერონტი ქიქოძეები ყველა დროში არსებობენ, ამ კანონით ქართული ოცნების გაცილებით უფრო მეტი წარმომადგენელი გასამართლდება, ვიდრე ოპოზიციის. ჯერ ბიძინა მოგუდავს ბევრს. შემდეგ ახალი ხელისუფლება. ამიტომ, კოლექტიურო წილოსანებო, თქვენს ადგილას უბრალოდ ვიგლოვებდი ახლა.
დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, მიქაუტაძემ ჩვენება არ მისცა ღარიბაშვილზე, რაც მისი პატიმრობის მიზეზი გახდა.
რამდენიმე დღეში ეს კანონი დააინიცირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს