გიორგი სიორიძე – ძალიან მალე, თითოეულ პოლიტპატიმარს ვიხილავთ თავისუფლებაზე, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის – ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა

ძალიან მალე, თითოეულ პოლიტპატიმარს ვიხილავთ თავისუფლებაზე, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების პატიმრობას გამოეხმაურა.
როგორც სიორიძემ აღნიშნა, მოსამართლე იქნება, თუ სამართალდამცავი, ვინც დანაშაულებრივ სქემაში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად მიეგება სამართლებრივ პასუხისგებაში.
„ვხედავთ, როგორი ღირსებით იხდიან ადამიანები სასჯელს თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო, სამშობლოს სიყვარულის გამო. იბრძოლეს თავისუფლებისთვის საპროტესტო აქციებზე და მათი ბრძოლა გრძელდება ივანიშვილის სატუსაღოში. ძალიან მალე თითოეულ პოლიტპატიმარს ვიხილავთ თავისუფლებაზე, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა. მათ მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ გარეთ, როგორ არ უნდა შევეგუოთ მათ მარწუხებს, რეჟიმს. მოსამართლე იქნება, თუ სამართალდამცავი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად მიეგება სამართლებრივ პასუხისგებაში“,- აღნიშნა სიორიძემ.