კიშინიოვში, ხვალ, მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართება. მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია და ჩვენ მას ერთად ვაშენებთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამიტი 2025 წლის 4 ივლისს გაიმართება და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ.
