19 წლის საბა ჯიქიას განაჩენი, სავარაუდოდ, 10 ივლისს გამოცხადდება

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქიას განაჩენი, სავარაუდოდ, 10 ივლისს გამოცხადდება. მომდევნო პროცესი 10 ივლისს, 10:30 საათზე გაიმართება.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ბრალდებულ საბა ჯიქიას საბოლოო სიტყვას მოისმენს და სავარაუდოდ, ამავე სხდომაზე გამოაცხადებს განაჩენს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. როგორც ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა, მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის არანაირი საფუძველი არ აქვს.
ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა.
ჯიქიას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მსოფლიო ისოტრიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი

ლევან ღამბაშიძე: მხოლოდ მოწყალების თხოვნაა საჭირო, რომ ყველაფერი დამთავრდეს. გარეთაც იქნები, სამსახურიც გექნება, საჭმელიც, პრადოც და ლოროპიანას ტუფლებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი გექნება, რისთვისაც …