ქეთი ქურდოვანიძე: არც ჯაბასა და არც ჯანდაბას არ ეკისრება იმხელა პასუხისმგებლომა, რამხელაც თქვენ

“ე.წ. შუაშისტებო, სინამდვილეში კი სოციალურად ყველაზე უსინდისო და უპასუხისმგებლო ხალხო, ჯერ მამარდაშვილის მარაზმატიკულ სიძულვილს აჰყევით და ჩანასახშივე დაამხეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ახლა ივანიშვილის ფულს გადააყოლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ყველაზე გულისამრევი კი ის არის, რომ მამა აბრამის ბატკნებივით ხართ გაყურსულნი და მშვიდად აგრძელებთ ცხოვრებას. ხანდახან კიდეც ვიშვიშებთ, რომ დროება წახდა.
არც შევარდნაძეს და არც ივანიშვილს, არც კიტოვანსა და არც წულუკიანს, არც ჯაბასა და არც ჯანდაბას არ ეკისრება იმხელა პასუხისმგებლომა, რამხელაც თქვენ,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.