თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს დაცვის მხარე, ასევე, ადვოკტთა ინფორმაციით, ბრალდებული საბა ჯიქია საბოლოო სიტყვის უფებით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.
ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენიც გამოაცხადოს.
ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა.
ჯიქიას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი