– ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს

ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს პოლიტიკაში დაბრუნება დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, თუმცა გადაწყვიტა, რომ გაცილებით ადრე გადაედგა ეს ნაბიჯი.
„ხალხის გამარჯვებამ კანდიდატის სტატუსით 2023 წელს, აიძულა ივანიშვილი გამოჩენილიყო საჯარო სივრცეში, თორემ პოლიტიკიდან არსად წასულა. ხალხმა დაამარცხა “ქართული ოცნება” 1:0. ახლა გამოჩნდა, რათა ეს მათი მხარდაჭერის მძლავრი ვარდნა რაიმენაირად შეაჩეროს. მეორე არის ის, რომ პირად უსაფრთხოებაზეა მოტივირებული, 2018 წელი გაიხსენა და ჩემი მხრიდან ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს. მას ეს სვლა დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, მაგრამ მოუწია გაცილებთ ადრე გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ დროზე გამოჩენილიყო საჯაროდაც. ხალხი გაიმარჯვებს 2024 წელს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი