ნანუკა ჟორჟოლიანი: ამიტომ, კოლექტიურო წილოსანებო, თქვენს ადგილას უბრალოდ ვიგლოვებდი ახლა

“გუშინ ქალბატონი ლანა მყავდა ღოღობერიძე სტუმრად გადაცემაში, რომელიც მიყვებოდა როგორ არავის ჰქონდა უფლება დახმარებოდა მის ოჯახს, რადგან ასე გადაწყვიტა საბჭოთა ხელისუფლებამ.
მაშინ წესი იყო, კომუნისტები თუ გსიჯდნენ, ვერ გეხმარებოდა ოჯახის წევრიც კი.
პირველ ქართველ ქალ რეჟისორს, ნუცა ღოღობერიძეს, საკუთარი ნათარგმნებით თავი რომ ერჩინა, საჭირო იყო გმირობა მისი მეგობრების მხრიდან.
მიუხედავად იმისა რომ სტალინი ასეთი დახმარებების გამო ხალხს ხვრეტდა, გერონტი ქიქოძე მაინც ახერხებდა ნუცას თარგმანებზე საკუთარი სახელის და გვარის მიწერას და ჰონორარის მეგობართან მიტანას.
წელს, ამ საუკუნეში, როცა სამყარო მარსზე ფიქრობს შვებულების გატარებას, ქართულმა ოცნებამ ზუსტად იგივე კანონი მიიღო.
თუ დაგდებენ ფინანსურ ბრალს, რაც ბიძინასთვის სამშობლოს ღალატზე დიდი დანაშაულია, შეპყრობილია ამ თემით, სულ ჰგონია რომ პარავენ, ოჯახის წევრებსაც კი აეკრძალებათ თქვენი დახმარება.
უფრო მეტიც, ვერ გათხოვებენ მანქანას და ვერ დაგითმობენ სახლს. კანონით, სახელწმიფო ორივეს ჩამოართმევს.
გარდა იმისა რომ გერონტი ქიქოძეები ყველა დროში არსებობენ, ამ კანონით ქართული ოცნების გაცილებით უფრო მეტი წარმომადგენელი გასამართლდება, ვიდრე ოპოზიციის.
ჯერ ბიძინა მოგუდავს ბევრს.
შემდეგ ახალი ხელისუფლება.
ამიტომ, კოლექტიურო წილოსანებო, თქვენს ადგილას უბრალოდ ვიგლოვებდი ახლა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.