ღაზის სექტორში ისრაელის საავიაციო თავდასხმას კარავზე ერთი ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა – ავრცელებს ცნობას სააგენტო AFP-ი სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლის მაჰმუდ ბასალის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თავდასხმა მოხდა ალ-მავასის რაიონში, ზონაში, რომელიც ისრაელმა უსაფრთხოდ გამოაცხადა და რომელზეც არაერთი თავდასხმა მოხდა.
სააგენტოს თანახმად, სულ 2 ივლისს ისრაელის არმიის მიერ სულ მცირე 33 ადამიანი იქნა მოკლული.
პალესტინელთა შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აშშ-ი და ევროკავშირში ტერორისტულადაა მიჩნეული, განაცხადა, რომ განიხილავს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებს, რომელიც მას შუამავლებმა მიაწოდეს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი ემხრობა 60-დღიან ზავს ომით განადგურებულ ტერიტორიაზე.
ისრაელის თითქმის 21 თვიანმა თავდასხმებმა მძიმე ჰუმანიტარული პირობები შეუქმნა ღაზის სექტორის ორ მილიონზე მეტი რაოდენობის მოსახლეობას.
პალესტინელთა ტერიტორიის ამ ნაწილში ისრაელმა ბოლო ხანს კვლავ გააფართოვა საომარი მოქმედება.
ამის ფონზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ღაზაში ომი შეიძლება დასრულდეს ხვალ, თუ ჰამასი მძევლებს გამოუშვებს და იარაღს დაყრის.
251 მძევლიდან,რომლებიც პალესტინელთა მებრძოლებმა გაიტაცეს ისრაელის სამხრეთში მოწყობილი ოპერაციის დროს 2023 წლის 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის მხრიდან ომის დაწყება, 49 კვლავ ღაზაშია. მათ შორის 27, ისრაელის არმიის ვარაუდით, მკვდარია.
ღაზაში მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის გამო, AFP-ი ვერ ახერხებს დამოუკიდებელ წყაროებთან დაადასტუროს დაღუპულთა რაოდენობა.
ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს 1219 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის საომარი მოქმედების შედეგად მას მერე ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 57 ათასს გადასცდა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ამ მონაცემებს გაერო აღიარებს როგორც სანდოს.